saqarTvelos CanCqerebi - bursaWiris CanCqeri

მდებარეობა დუშეთის მუნიციპალიტეტი
მაქსიმალური სიმაღლე 20 მ
ვარდნილები 2
მდინარე ბურსაჭირი

 

ჩანჩქერი დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდინარე ბურსაჭირის (გუდამაყრის არაგვის ერთ-ერთი მდგენელი სათავე) შუა დინებაში. ზღვის დონიდან 2170 მ. სოფელ ბურსაჭირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ. ფლატეს (საჩქეფეს) წარმოშობს ქვიშაქვების შრეების მძლავრი წყება ზედა ლიასის თიხაფიქლებში. ჩანჩქერის საერთო სიმაღლე 20 მ აღწევს. გადმოედინება ორ საფეხურად. ზედა - პატარა საფეხურის სიმაღლე 3-4 მ. ქვედა - დიდი საფეხურისა - 16-17 მ.